რადიკალური ოპოზიცია თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად თავიდან ბოლომდე იმართება გარედან და იმართებიან იმგვარად, რომ გამოგზავნილ ტექსტში სიტყვის ჩასწორების უფლებასაც კი არ აძლევენ, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა რომელიც რადიკალური ოპოზიციის ბრიფინგს ეხმიანება.
საუბარია გამოცემა Prime Time-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ბრიუსელიდან ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს და ოპოზიციის წარმომადგენელმა ბრიფინგზე წაიკითხა.
მისივე თქმით, ეს არის მონის ფსიქოლოგია.
კომენტარები
