სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის განცხადებით, მშვიდობა, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.
„სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი, უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს და დაამყარონ კავშირები სხვა რეგიონებთან. ამ კონტექსტში სიახლეს არ წარმოადგენს „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი. ეს პროექტი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. მშვიდობა, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს გადაიქცეს მშვიდობის გზაჯვარედინად“, – თქვა მირზოიანმა თავის ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
კომენტარები
