ჩვენ ჩავატარებთ ბირთვული იარაღის გამოცდებს, რადგან სხვა ქვეყნები ატარებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან გეგმავს შეხვედრას.
„ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ბირთვული იარაღი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. მე ვარ ის, ვინც ისინი განაახლა და ზოგიერთი ააშენა. ამის გაკეთება მძულდა, მაგრამ არჩევანი არ მქონდა. ჩვენ გვაქვს უფრო მეტი, რუსეთი მეორე ადგილზეა და ჩინეთი შორს, მესამეზე, მაგრამ ოთხ ან ხუთ წელიწადში ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან. რაც მე მინდა გავაკეთო, არის ის, რომ წავიდე ბირთვული განიარაღების გზაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გვექნება შეხვედრა, სამი ლიდერის შეხვედრა ბირთვული იარაღის შესამცირებლად. ეს შესანიშნავი რამ იქნება“, – განაცხადა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა“.
