საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესია დაანგრია.
„იქ იყო მცდელობა, უკანონო მშენებლობის წამოწყების, რომელსაც არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს – ხსენებაც არ ყოფილა იქ ეკლესიის საერთო! სიტყვაც არ თქმულა, გარდა იმისა, რაც მოვისმინეთ ამ რევოლუციონერებისგან, რომ იქნებ, ხალხი გაღიზიანდეს. ანუ, რაც თვითონ უბედურებები აქვთ ჩადენილი, უნდათ, რომ როგორმე – მაშინ ეფექტური იყო და იქნებ ახლაც, ამ რევოლუციისთვის ეფექტური გამოდგეს, თუკი კალაძეს დააბრალებენ ეკლესიის დანგრევას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია.
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა“.
