ლიბანი გაეროს უშიშროების საბჭოში, ისრაელის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. ბეირუთში აცხადებენ, რომ ბეტონის კედელი, რომელსაც ისრაელი ლიბანის საზღვრის გასწვრივ აშენებს, ეგრეთ წოდებულ „ცისფერი ხაზს“ სცდება – გაეროს მიერ გავლებულ ხაზს, რომელიც ლიბანს ისრაელისა და გოლანის მაღლობებისგან ყოფს. ისრაელის ძალები „ცისფერი ხაზის“ გასწვრივ 2000 წელს განლაგდნენ, როდესაც სამხრეთ ლიბანი დატოვეს.
ლიბანის ბრალდებას ისრაელი კატეგორიულად უარყოფს. ეგრეთ წოდებული „ცისფერი ხაზი“ გაეროს მიერ განსაზღვრული ზოლია, რომელიც ლიბანს, ისრაელსა და გოლანის მაღლობს ერთმანეთისგან გამოყოფს.
კომენტარები
