ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს, რომელსაც რელიგიური ორგანიზაციებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული სახელმწიფოსა და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებაში რელიგიური ლიდერების როლზე ისაუბრა.
რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, ტოლერანტობის დღე საქართველოში ამგვარი ფორმატით 2016 წლიდან აღინიშნება. პირველი მასპინძელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო. მსოფლიოში კი თარიღი იუნესკოს მხარდაჭერით 1995 წლიდან აღინიშნება.
კომენტარები
