ისრაელის მთავრობა 2023 წლის 7 ოქტომბრის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე შეთანხმდა. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კომისია 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის ფონზე ისრაელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წარუმატებლობასაც გამომიძიებს. კომისიის მანდატს მინისტრთა სპეციალური პანელი განსაზღვრავს, რომელსაც პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ შექმნის.
მთავრობის სხდომაზე ნეთანიაჰუ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გეგმასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე არ შეცვლილა.
„ჩვენი დამოკიდებულება მდინარე იორდანეს დასავლეთით ნებისმიერ ტერიტორიაზე პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე კვლავაც უარყოფითია. ჩვენი პოზიცია არგუმენტირებულია და ის არ შეიცვლება. ჩვენ ამ მცდელობას უკვე ათწლეულებია უარვყოფთ. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ღაზის თითქოსდა დემილიტარიზებულ ნაწილის რომელიც „ჰამასის“ ხელში იქნება, ეს არ მოხდება. ტერიტორია დემილიტარიზებული, „ჰამასი“ კი განიარაღებული იქნება. ეს ან მარტივად, ან რთულად მოხდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
