ირანი აცხადებს, რომ ვაშინგტონის დღევანდელი დამოკიდებულება თეირანის მიმართ ადასტურებს, რომ შეერთებული შტატების სამართლიანი და თანასწორი მოლაპარაკებისთვის მზად არ არის. შესაბამისი განცხადება აბას არაღჩიმ გააკეთა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული იერიშების შემდეგ ქვეყანაში ურანს არცერთ ობიექტზე აღარ ამდიდრებენ.
„ირანში არადეკლარირებული ბირთვული გამდიდრება აღარ მიმდინარეობს. ჩვენი ყველა ობიექტი მონიტორინგისა და უსაფრთხო გარანტიების ქვეშაა, რომელსაც ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უზრუნველყოფს. გამდიდრება აღარ მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ჩვენს ობიექტებს თავს დაესხნენ. ბირთვული პროგრამის შესახებ ირანის მესიჯი მკაფიოა.
მშვიდობიანი გამოყენებისთვის ბირთვული ტექნოლოგიის, მათ შორის ურანის გამდიდრების უფლების არსებობა უდავოა. შეერთებული შტატები არ არის მზად სამართლიანი და თანასწორი დიალოგისთვის. ჩვენ ვაშინგტონის მხრიდან ფაქტობრივად თავისი მოთხოვნების თავზე მოხვევას და კარნახის მცდელობას ვხედავთ“, – განაცხადა არაღჩიმ.
