გერმანიის თავდაცვის მინისტრის, თქმით, რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოს, შესაძლოა 2029 წლამდე თავს დაესხას. Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ალიანსმა რუსეთთან პოტენციური კონფლიქტი უნდა შეაფასოს და თავდასხმის მოსაგერიებლად მოემზადოს.
მისი თქმით, როდესაც რუსეთი სამხედრო ძალას აღიდგენს, მას ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყანაზე თავდასხმის სურვილი გაუჩნდება.
„საკითხი კვლავაც სპეკულაციურად რჩება. სამხედრო ექსპერტებსა და სპეცსამსახურებს შეუძლიათ დაახლოებით შეაფასონ, თუ როდის აღადგენს რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს იმ დონემდე, რომ ნატოს ერთ-ერთ აღმოსავლეთ ქვეყანაზე თავდასხმა შეძლოს. ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს 2029 წლიდან შეიძლება მოხდეს. ახლა კი გაჩნდნენ ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ეს შესაძლებელია უკვე 2028 წლიდან, ხოლო ცალკეული სამხედრო ისტორიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ჩვენ ბოლო მშვიდობიანი ზაფხული გვქონდა“, – განაცხადა პისტორიუსმა.
პისტორიუსის თქმით, ნატომ არ უნდა შექმნა შთაბეჭდილება, რომ თავს ვერ დაიცავს, რადგან „ეს ასე არ არის“.
ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ უპასუხა და განაცხადა, რომ „ახლა აღარ არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის აგრესორი“.
