პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად მზად არ არის. ანდჟეი დუდას თქმით, მოსალოდნელია უფრო ჰიბრიდული საფრთხეები და არა სამხედრო დაპირისპირება.
დუდას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ერთდროულად ორი ომის წარმოებას ვერ შეძლებს და ახალი სრულმასშტაბიანი ომისთვის მოსამზადებლად 5-დან 8 წლამდე პერიოდი დასჭირდება.
„ვფიქრობ, უკრაინის ომის პარალელურად, პუტინი არ არის მზად, რომ სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღოს, მითუმეტეს ნატოს წევრ ქვეყანასთან. საკითხავია, რას გააკეთებს პუტინი, როცა უკრაინასთან ომი დასრულდება. ჩემი აზრით, რუსეთს 5 ან 8 წელი დასჭირდება სამხედრო პოტენციალის აღსადგენად, რომ ახალი აგრესია დაიწყოს. ვინ იქნება რუსეთის სამიზნე? ზოგი ფიქრობს, რომ ეს კვლავ უკრაინა იქნება“, – განაცხადა დუდამ Fox News-ის ეთერში.
