პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას – როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ ასეთ გზავნილებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
პრემიერის თქმით, სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს.
„სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს. რაც შეეხება ინტერვიუს პოდოლიაკთან, რომელიც დღემდეა პრეზიდენტის მრჩეველი უკრაინაში, საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში. ამ დროს, თვითონ პოდოლიაკის განცხადებები იყო მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას. აქაც ხელის გულზე დევს ყველაფერი, თუ რა სახის კეთილსინდისიერებასთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბრობენ კონკრეტული ადამიანები. როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ ასეთ გზავნილებს“, – განაცხადა პრემიერმა.
