აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ხმის ჩახლეჩვის მიზეზი ისაა, რომ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით „სულელ ხალხს“ უყვირა.
ოვალურ კაბინეტში 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტს ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა, რის გამოც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა იყო ამის მიზეზი.
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ – ხალხს ვუყვიროდი, რადგან ისინი სულელები იყვნენ ვაჭრობის გამო და ეს გამოვასწორე, მაგრამ ამ ადამიანებს ვუყვირე“, – განაცხადა ტრამპმა.
როდესაც დამატებითი დეტალების შესახებ ჰკითხეს, ტრამპმა უპასუხა, რომ ერთ-ერთ ქვეყანას სურდა სავაჭრო შეთანხმების პირობების ხელახლა განხილვა და ამით უკმაყოფილო იყო, თუმცა კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია.
„რატომ უნდა გითხრათ ეს?“ – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები
