ამერიკული კომპანია Cloudflare, რომელიც ვებგვერდების უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს, შეფერხებით მუშაობს, რის გამოც საიტების უმეტესობა მსოფლიო მასშტაბით გათიშულია. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც Cloudflare-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია მომხდარის საქმის კურსშია და მის მოგვარებაზე მუშაობს.
„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ სრულად გავერკვეთ აღნიშნული პრობლემის არსში და მისი მინიმიზაცია მოვახდინოთ. განახლებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოში ასეულობით საიტი გაითიშა. პრობლემები შეექმნა სოციალურ ქსელ X-საც.
კომენტარები
