საქართველოს 19 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების, მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანის ერთობლივი პრესკონფერენცია.
კომენტარები
