აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსისაფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას მიგრაციას უკავშირებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და თან დაურთო ვიდეო, რომელშიც ქალაქ ლიმოჟისმერიის შენობა იწვის.
„დასავლელმა ლიბერალებმა, მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში „მესამე სამყარო“ შეიყვანეს. მათ უგულებელყვეს ასიმილაციისა და თავსებადობის ფუნდამენტური საკითხები. მათ აფრთხილებდნენ, რომ ეს ყველაფერი ასეთ შედეგამდე მიგვიყვანდა, მაგრამ არავის მოუსმინეს. ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა, მშვენიერმა ქვეყანამ, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, შეაჩეროს ეს სიგიჟე, ვიდრე კიდევ უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება. იმედი მაქვს, ამერიკელებიც ყურადღებით არიან. სწორედ ასეთ მომავალს უმზადებენ კონგრესში მყოფი დემოკრატები თქვენს ქვეყანას“, – წერს ვენსი.
Western liberals imported the third world into France and other countries in the name of diversity and compassion. They ignored fundamental questions of assimilation and compatibility. They were told it would lead to this and they didn’t listen.
I pray that France, a beautiful country of amazing people, will stop this madness before more of its landmarks burn.
And I hope Americans are paying attention. This is the future congressional Democrats seek for your country.
— JD Vance (@JDVance) October 18, 2026
