19 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +18 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +13, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
