ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი თავდასხმის შემთხვევაში მზად არ არის თავი დაიცვას.
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ქვეყანაში თავდაცვის სფეროს გაძლიერება ნელი ტემპით მიმდინარეობს და ლონდონი ნატოს წესდებით განსაზღვრულ კოლექტიური და ინდივიდუალური თავდაცვის პოტენციალის გაძლიერების შესახებ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
პარლამენტარები აცხადებენ, რომ ქვეყანას პრაქტიკულად არ აქვს საკუთარი საჰაერო თავდაცვა. ისინი მთავრობისგან პრობლემის მიმართ მეტ ყურადღებას მოითხოვენ.
კომენტარები
