ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სირიაში, ისრაელის სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდა აქტიურ სამსახურში და რეზერვში მყოფ ჯარისკაცებს, მადლობა გადაუხადა ომის დროს მათი მოქმედებებისთვის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ძალისხმევისთვის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სამხედროებს განუცხადა, რომ ისრაელის სირიაში ყოფნას „უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს“.
ნეთანიაჰუს ისრაელის თავდაცვის ძალების პოსტზე ვიზიტის დროს თან ახლდნენ თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, ეიალ ზამირი და „შინ ბეტის“ მეთაური დავიდ ზინი.
კომენტარები
