დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიქსენის პარტია „სოციალ-დემოკრატები“ ქვეყნის დედაქალაქ კოპენჰაგენში ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს 1903 წლის წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა „სოციალ-დემოკრატებმა“ კოპენჰაგენისთვის ბრძოლა წააგეს.
პარტიამ ადგილობრივი არჩევნები ასევე წააგო დანიის რამდენიმე დიდ ქალაქში. მედიის ცნობით, პარტიის მხარდაჭერა ქვეყნის 98 მუნიციპალიტეტიდან 87-ში შემცირდა.
მარცხი პრემიერმა უკვე აღიარა. დამკვირვებლები პრემიერის პარტიის მარცხს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას უკავშირებენ.
კომენტარები
