ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ.
მინისტრის თქმით, ნარკოდანაშაული მსოფლიოს გამოწვევად რჩება და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
„ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ, როგორც საზოგადოებას დავპირდით, ძალიან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა როგორც საკანონმდებლო, ისე საპოლიციო ღონისძიებების თვალსაზრისით. წამოწყებული გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები. ეს პროცესები არ გაჩერდება, გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტის მიღწევას შევძლებთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით“, – აღნიშნა გელა გელაძემ.
კომენტარები
