წმინდა ეჩმიაძინის სამოციქულო ეკლესიის „გათავისუფლების“ პროცესი დაიწყო, გრძელდება და აუცილებლად მიაღწევს თავის საბოლოო მიზანს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, ეჩმიაძინის ცენტრალურ მოედანზე სულიერი შეკრების იდეა დღის წესრიგში რჩება.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ასეთი იდეების გამოხატვა საზოგადოებასთან დიალოგსაც გულისხმობს და, როდესაც ადამიანები ამ იდეებს ეცნობიან, ისინი სხვა იდეებსა და წინადადებებს წარადგენენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ოვანავანქში ლიტურგიები მიმდინარეობს, რომელშიც არანაკლები ადამიანი მონაწილეობს, ვიდრე მისი ვიზიტის დროს.
„მე თვითონ იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ მაქვს ინფორმაციის სანდო წყაროები. სულიერი ცხოვრება იქ გრძელდება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
კომენტარები
