The Telegraph-ის ცნობით, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (BBC) ასობით მშობელი ტრანსგენდერული იდეოლოგიის წამახალისებელი თემების ცალმხრივად და დაუბალანსებლად გაშუქებაში ადანაშაულებს.
გამოცემა წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს სამაუწყებლო მარეგულირებელს გამოძიების დაწყების მოთხოვნით 650-მა მშობელმა უკვე მიმართა.
საქმე ეხება მშობლებს, რომელთაც სკოლის ასაკის ტრანსგენდერი შვილები ჰყავთ. ბრიტანელი მშობლები დავობენ, რომ BBC-ის მიერ ტრანსგენდერული თემების აქტიურად წახალისებამ ბავშვებს ზიანი მიაყენა.
კომენტარები
