ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა ხუთი ადამიანი, 40 კი – მსუბუქად. სარკინიგზო ავარიის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
ინციდენტი პრაღიდან 132 კილომეტრის დაშორებით მდებარე რეგიონში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთი მატარებლის მემანქანის გადარჩენა შეძლეს.
ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრის მარტინ კუპკას განცხადებით, ინციდენტის გამოძიება უკვე მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი მატარებელი „სდექ“ სიგნალს არ დაემორჩილა და საჭირო დროს არ გაჩერდა.
კომენტარები
