გაერო-ს კლიმატის კონფერენციაზე (COP30), რომელიც ბრაზილიის ქალაქ ბელემში იმართება ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის გამო შენობიდან მონაწილეების დაუყოვნებლივ ევაკუაცია გახდა საჭირო.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
ცნობისთვის, გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე ყოველწლიური კონფერენცია ქალაქ ბელემში 10-21 ნოემბერს იმართება. მოლაპარაკებებს ათასობით ადამიანი ესწრება.
კომენტარები
