რუსულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში ზაპოროჟიეზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, დაღუპულია ხუთი ადამიანი, რვა დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სახლები, მაღაზია და აგრარული ბაზარი.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 161 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. რუსეთის ჯარებმა ძირითადი შეტევითი ძალისხმევა პოკროვსკის სექტორზე მიმართეს, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 56 თავდასხმა მოიგერიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული ძალების დანაკარმა 1 050 ჯარისკაცი შეადგინა.
მათივე ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგებმა 1 163 000-ს ჯარისკაცს გადააჭარბა.
