ბანგლადეშში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნარსინგდში, დედაქალაქ დაკადან დაახლოებით 40 კილომეტრში, 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
გერმანიის გეომეცნიერებების კვლევითი ცენტრის ცნობით, ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელი ინდოეთის აღმოსავლეთ შტატებში, რომლებიც ბანგლადეშს ესაზღვრებიან.
მედიის ცნობით, ინდოეთში სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კომენტარები
