სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა არაკონსტიტუციური იყო და დამაზიანებელიც, რადგან სეპარატისულმა რეჟიმმა მისი კონტექსტი სათავისოდ გამოიყენა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, ამ ყველაფრის გამოსწორება ხდება და კანონმდებლობიდან ასეთი ტერმინოლოგია ამოდის.
„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, როცა ისინი საუბრობენ, რომ ამ ცვლილებას შეიძლება, სამხრეთ ოსეთის აღიარება მოჰყვესო, ასეთი აბსურდის მოსმენა წარმოუდგენელია, რადგან ვინც ამაზე საუბრობს, „ლელო“, იმ ძალის გვერდში დგას, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, რომელმაც ხელი შეუწყო ცხინვალის რეგიონში ოკუპაციის გაძლიერებას და ურთულესი მდგომარეობა დააყენა. თავის დროზე ეს გადაწყვეტილებები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ბევრად მოწინავე მდგომარეობაში ვიქნებოდით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილში. ამიტომ, სანამ ასეთ აბსურდულ განცხადებებს გააკეთებენ, დაფიქრდნენ, ვის გვერდით დგანან და რა ძალას წარმოადგნენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
