რაც დრო გადის, უკეთ ჩანს, რომ რუსეთის მიმართ ეკონომოკურ სანქციებზე ჩვენი პოზიცია სწორი იყო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ორმხრივი სანქციები არ დააწესა, რადგან ქვეყნის ეკონომიკისთვის დამღუპველი იქნებოდა.
„ამავე დროს, როცა რუსეთთან დაკავშირებით გვაკრიტიკებენ, ევროკავშირის არაერთი სახელმწიფო ცდილობს, სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდეთ რუსეთთან. თურმე, ლიეტუვას რუსეთში საქართველოზე ორჯერ მეტი ღვინო შეაქვს, გერმანიის კანცლერმა მოითხოვა, ნავთობის ნაწილში სანქციებისგან გერმანია გათავისუფლდეს. მჟღავნდება, რომ ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთთან სხვადასხვა ფორმით ვაჭრობა აქვთ. ამ ფონზე, როცა ჩვენ გვაკრიტიკებენ, ეს ფარისევლობაა. ერთის მხრივ, საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობენ, მაგრამ როგორც ჩანს, მათთვის საქართველოს ინტერესები არაფერს წარმოადგენს, რაც ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებს დავიცავთ, რადგან ყოველდღე ირკვევა, რომ ჩვენი პოზიცია სწორი იყო“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
