გაეროში უკრაინის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოადგილემ კრისტინა ჰაიოვიშინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის სამშვიდობო გეგმა გააკრიტიკა.
ჰაიოვიშინმა განაცხადა, რომ კიევი მზად არის განიხილოს სამშვიდობო წინადადებები, თუმცა მისთვის ტერიტორიების დათმობის საკითხი წითელი ხაზია.
მისი თქმით, კიევი არც არმიის რიცხობრივი შემადგენლობის შემცირებას დათანხმდება და ვერც იმ დათმობაზე წავა, რომელიც უკრაინულ ეროვნულ ფასეულობებს საფრთხეს შეუქმნის, კერძოდ, სახელმწიფო ენის საკითხთან დაკავშირებით.
ელჩის თქმით, კიევი ნატოსა და სხვა გაერთიანებებში უკრაინის გაწევრების აკრძალვის წინააღმდეგია.
კომენტარები
