გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, რა დროსაც მხარეებმა ამერიკის მიერ მომზადებული უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმა განიხილეს. ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
„ოთხი ლიდერი მიესალმება აშშ-ის ძალისხმევას უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე. კერძოდ, ისინი მიესალმნენ უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერას და გამოთქვეს მზაობა უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიცემის თაობაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციაში იყვნენ, როგორც ერთმანეთთან, ასევე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან.
კომენტარები
