ტერნოპოლში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი ქალის ცხედარი იპოვეს.
დაღუპულებს შორის 6 ბავშვია. დაშავებულია 94 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი. 13 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადგილზე სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
რუსული ძალების დარტყმას 7 წლის პოლონელი გოგონა და მისი დედა ემსხვერპლნენ.
„ის დაიღუპა ტერნოპოლში რუსეთის სასტიკი სარაკეტო თავდასხმის დროს. ის ვეღარ აისრულებს ვერც ერთ ოცნებას. ეს სასტიკი ომი უნდა დასრულდეს, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. იმიტომ, რომ ეს არის ასევე ბრძოლა ჩვენი ბავშვების მომავლისთვის“, – დაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
რუსეთმა უკრაინის ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ტერნოპოლის ოლქებზე მასშტაბური თავდასხმა 19 ნოემბერს განახორციელა.
