“დეტალებს არ განვიხილავთ” – ვროპელი მაღალი თანამდებობის პირის ინფორმაციით, ამის შესახებ, ჯული დევისმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კიევის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრის ტონი “ამაზრზენად” შეაფასა.
კიევის მოლაპარაკებების ამბავმა, პარასკევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტართან ერთად, რომ უკრაინას “უნდა მოეწონოს“ ვაშინგტონის შეთანხმება, G20-ის შეხვედრაზე შეკრებილ ევროპელ ლიდერებს შორის დისკუსიები გამოიწვია – იტყობინება გაზეთი.
“დროა, ტრამპის მხარდამჭერებმა ყვირილი დაიწყონ” – თქვა მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
შეხვედრა, კიევის ისტორიულ უბანში მდებარე მდიდრულ სასახლეში, აშშ-ის მიერ 28-პუნქტიანი გეგმის წარდგენიდან მეორე დღეს გაიმართა .ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, დისკუსია სწრაფად ჩიხში შევიდა. დევისმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ “არსებობს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეგვიძლია უკრაინის მხარდაჭერა ომის გაგრძელებაში“.
„არსებობს აშკარა ნიშნები იმისა, რომ რუსეთს აქვს ძლიერი სამრეწველო ბაზა და დროის საკითხია, სანამ უკრაინას მოუწევს შეთანხმების დადება“, – განაცხადა ჯული დევისმა.
დრისკოლი დაგვიანებით გამოცხადდა. დამსწრეების თქმით, მის კომენტარებს გინება მოჰყვა: “ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს სისულელე”.
„აშშ-ის სამხედროებს უყვართ და მხარს უჭერენ უკრაინას, მაგრამ მათი გულწრფელი შეფასებით, უკრაინა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ახლა საუკეთესო დროა მშვიდობის დასამყარებლად“ – განაგრძო დრისკოლმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ “უსაფრთხოების გარანტიები ამ შეთანხმების ნაწილია და ეს საკითხი უახლოეს დღეებში ევროპელ და უკრაინელ ლიდერებთან განიხილება“.
შეხვედრაზე დამსწრე ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დევისმა და დრისკოლმა დაჟინებით მოითხოვეს, ზელენსკიმ შეთანხმებას ხელი მოაწეროს ხუთშაბათამდე, ამერიკის მადლიერების დღის წინ.
“მშვიდობის მცირე შანსი გვაქვს – პრეზიდენტ ტრამპს ახლა მშვიდობა სურს“, – განაცხადა დრისკოლმა, ერთ-ერთი დასავლელი მაღალჩინოსნის Financial Times-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
