„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოუვიდა, განაცხადა, რომ 2026 წლის იანვარში თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
„მე დავუბრუნდები ადამიანებს, რომლებიც მიყვარს, რათა სრულყოფილად ვიცხოვრო, როგორც ამას ყოველთვის ვახერხებდი. მოვძებნი ახალ გზას. მე თანამდებობას დავტოვებ. ჩემი უკანასკნელი სამუშაო დღე 2026 წლის 5 იანვარი იქნება“, – აღნიშნა გრინმა.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ მან კონგრესმენ მარჯორი ტეილორ გრინის მხარდაჭერა კონგრესში მოახლოებულ არჩევნებზე უკან გაიწვია. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან კონგრესმენს გამოკითხვის შედეგები გადაუგზავნა, რომლის თანახმადაც კანონმდებელს 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ტრამპმა მას ურჩია, რომ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.
