მიხეილ სააკაშვილი იყო მოსკოვის პროექტი. ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს ჩამოფრინდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. დილით შევიდა შევარდნაძესთან, რომელიც არ აპირებდა გადადგომას, ორი საათი ისაუბრეს, გამოვიდნენ იქიდან და შევარდნაძემ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა შეხვედრაზე, სადაც იმყოფებოდნენ იგორ ივანოვი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე.
„შემდეგ გიორგობას, 6 მაისს დაიწყო ვარდების რევოლუცია აჭარაში, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, შეიძლებოდა შეიარაღებული კონფლიქტი დაწყებულიყო. ჩამოფრინდა იგივე ივანოვი, ჩაისვა თვითმფრინავში ასლან აბაშიძე და წაიყვანა მოსკოვში.
სააკაშვილის პირველი ვიზიტი იყო მოსკოვში, პუტინთან შეხვედრის დროს, როცა პუტინს თვალებში ჩახედა და გამოგვიცხადა, რომ ამ კაცს საქართველო უყვარსო.
ჩემი მინისტრობიდან მოხსნის შემდეგ რაც გააკეთეს, გააუქმეს შერეული საკონტროლო კომისია, ერთადერთი ორგანო, რომელსაც ჰქონდა მშვიდობის შენარჩუნების შესაძლებლობა“, – აღნიშნა გიორგი ხაინდრავამ.
