აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი „სამშვიდობო გეგმაზე“ აბუ დაბიში რუსეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს მართავს.
ამის შესახებ „სიენენი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროს თქმით, დენ დრისკოლმა შეხვედრა 24 ნოემბერს უკვე გამართა და, სავარაუდოდ, დღესაც გააგრძელებს.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შედის აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებში. თუმცა მაღალჩინოსნის თქმით, დრისკოლი აშშ-ის დელეგაციის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია.
„შეხვედრები საფუძველს უყრის უფრო მაღალ დონეზე მოლაპარაკებებს“, – ამბობს „სიენენის“ წყარო.
კომენტარები
