ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს დონალდ ტრამპს – შესაძლოა მადლიერების დღის აღნიშვნის დროს – რათა ომის დასრულების პირობებზე ერთობლივი შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს. ამის შესახებ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრიი ერმაკმა Axios-ს განუცხადა.
„იმედი მაქვს, პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი რაც შეიძლება მალე შედგება, რადგან… ეს დაეხმარება პრეზიდენტ ტრამპს, რომ გააგრძელოს მისი ისტორიული მისია ამ ომის დასრულების საქმეში“, – აღნიშნა ერმაკმა.
„რადგანაც [ტრამპს] შეუძლია თქვას: „ნახეთ, ეს დადასტურებულია და შეთანხმებულია – ჩვენი პოზიცია უკრაინელებთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ახლა ვაგრძელებთ რუსებთან საუბარს“, – განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
კომენტარები
