ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო ევროპარლამენტის რეზოლუციას უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევისა და დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ქვეყანაში 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. ამასთან, ლასლო აცხადებს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ამ რეზოლუციით არასასურველი მთავრობის წინააღმდეგ გამოდის და ოპოზიციას უჭერს მხარს.
„მას შემდეგ, რაც ამერიკიდან USAID-ის ხაზით დაფინანსება შეწყდა, EPP-ს სურს, რომ ევროკომისიამ შეავსოს ლიბერალი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ყულაბა. თქვენ ამბობთ, რომ ამას ევროპული ფასეულობების დაცვისთვის აკეთებთ. ეს უკიდურესი ცინიზმია. უნგრეთის მომავალი მხოლოდ უნგრელების გადასაწყვეტია“, – განაცხადა ლასლომ ევროპარლამენტში გამოსვლისას.
ევროპარლამენტი უნგრეთს დაფინანსების შეწყვეტით და ხმის უფლების ჩამორთმევით ემუქრება. ორბანის მთავრობამ ევროპარლამენტის რეზოლუცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად შეაფასა. 2026 წელს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია და ბუდაპეშტში არ გამორიცხავენ, რომ წნეხი ბრიუსელიდან, კიდევ უფრო გაიზრდება.
