დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ტექსტის დიდ ნაწილს მისაღებად მიიჩნევს.
მისი თქმით, უკრაინამ სამშვიდობო წინადადებაში „რამდენიმე კონსტრუქციული ცვლილება“ შესთავაზა.
„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ პოზიტიური მიმართულებით მივდივართ და დღეს არის ნიშნები იმისა, რომ, როგორც ვოლოდიმირმა თქვა, ტექსტის დიდი ნაწილი შესაძლოა მისაღები იყოს“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
მისი აზრით, მსურველთა კოალიციამ უნდა მოამზადოს უკრაინის მომავალი შეიარაღებული ძალების დაგეგმვა და დაფინანსება, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა.
კომენტარები
