საფრანგეთის მთავრობა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის რეჟიმის გამკაცრებას, კერძოდ, იმ მიზეზების მინიმუმამდე დაყვანას სთავაზობს, რომლითაც მათ დაწესებულების დატოვება შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.
იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ იანვარში გეგმავს მთავრობის განსახილველად წარადგინოს პროექტი, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ციხეებში რეჟიმის გაძლიერებას ითვალისწინებს, ისევე როგორც ტერორიზმისთვის მსჯავრდებულების შემთხვევაში.
ამის მიზეზი გახდა რეზონანსი იმის შესახებ, რომ ცნობილი ნარკორეალიზატორი ორი დღის წინ ციხის ფარგლებს გარეთ გაუშვეს, სავარაუდოდ, დასაქმების მიზნით გასაუბრებაზე.
„მსურს, ნარკოდანაშაულში დამნაშავეების მიმართ იგივე ნორმები გამოვიყენო, რაც ტერორისტების მიმართ გვაქვს“, – აღნიშნა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა.
