„საზოგადოებამ არ იცის რაზეა საუბარი. მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ოპოზიციაში ამ შავრაზმული ნარატივის გამოყენება ხდება და ამ სენტიმენტებზე კაპიტალიზაციის მცდელობაა, რომ არაბები ჩამოვლენ და წაგვლეკავენ“, – განაცხადა „ლელოს“ ყოფილმა წევრმა საბა ბუაძემ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“.
საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ ხუთი და ათი ათასი არაბის დროებით შემოსვლა ვერანაირ არაბიზაციას ვერ მოახდენს და ტყუილს და სრულ სისულელეს უწოდებს მსგავს მოსაზრებას.
„მე ეს მგონია ტყუილი, სრული სისულელე და აბსოლუტურად არასწორ ადგილზე დასმული ნიშანი. ვერანაირი არაბიზაცია ვერ მოხდება ერთი და ორი უძრავი ქონების დეველოპმენტის პროექტით იმიტომ, რომ 5 და 10 ათასი არაბის თუნდაც, დროებით საქართველოში შემოსვლა ვერანაირ არაბიზაციას ვერ მოახდენს. გულწრფელები უნდა ვიყოთ. არ ვთვლი, რომ მათი კომპაქტურად დასახლების რისკი არსებობდეს. არც ისაა პანაცეა, რომ მაინც და მაინც 10 ათასი არაბი დასახლდება. დუბაიში რომ ნახოთ, უძრავი ქონების ბუმი არის და დუბაიში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ერთი მილიონი არის არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე“, – აღნინა საბა ბუაძემ.
