როცა აგენტურაზე გვაქვს საუბარი, მათგან არეულობის მცდელობას ყოველთვის უნდა ველოდოთ, რაც შეეხება რესურსს ამ აგენტურამ კონკრეტული დავალებებით თავის თავი გაიუქმა , – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციური პარტიების გეგმებსა და რესურსებზე საუბრისას.
კირცხალია მიაჩნია, რომ სრულად გაშიშვლებულია ის დამკვეთი ძალაც, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს მითითებებს აძლევს.
„ვნახეთ, გავშიფრეთ, მივყევით, ყველა ინსტიტუტი იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ბოლოს ვნახე რამდენიმე ათეული ადამიანი რეზინის ქათმებით დარბოდა, ასეთ პერფორმანსებს მიმართავენ ალბათ. ეს ყველაფერი იდგა და დგას დიდ სიცრუეზე, ქვეყნის ღალატზე, აგენტების მხარზე და ეს აუცილებლად დასრულდება“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
კომენტარები
