28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს პოლიტიკური „შავი პარასკევი“ დაუდგებათ, ამ ტერმინის როგორც პირდაპირი ისე ირიბი გაგებით, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
ანჯაფარიძის განცხადებით, 28 ნოემბერს გამართული აქცია აჩვენებს რეალურად, თუ რამდენად გაიაფდა პოლიტიკური საქონელი „რადიკალური ოპოზიცია“.
„28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს პოლიტიკური „შავი პარასკევი“ დაუდგებათ, ამ ტერმინის როგორც პირდაპირი ისე ირიბი გაგებით.
აქცია აჩვენებს თუ რამდენად გაიაფდა პოლიტიკურად საქონელი სახელად „რადიკალური ოპოზიცია“. რაში გამოიხატება ეს? იმაში, რომ 365 დღის განმავლობაში მათ ვერაფერი ღირებული და მისაღები ვერ შესთავაზეს საზოგადოებას, გარდა ბღავილისა „ევროპაში გვინდა“. ფასის დაცემა კი გამოიხატა იმაში, რომ სულ უფრო ცოტა ხალხს სურს იყიდოს ეს უხარისხო პროდუქტი. ამის მკაფიო მაჩვენებელია რუსთაველზე ხალხის რაოდენობა.
ამ დღეებში ერთმანეთს კი აგულიანებენ „ბევრნი უნდა ვიყოთო“, მაგრამ იქნებიან იმდენი, რამდენიც ადრე და იტყვიან იგივეს, რითაც წლებია, ყურები გამოუჭედეს ხალხს.
რაც შეეხება იმ ყალბ ნარატივს, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის. მოიყვანონ, თუნდაც ერთი დამაჯერებელი მაგალითი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო ხელშესახებად დაუახლოვდა რუსეთს. ვერ მოიყვანენ, რადგანაც არ არსებობს!“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
