გავა წლები და ადამიანების ამ ჯგუფს გავიხსენებთ იმ მწარე ირონიით, თუ როგორ მოხდა ადამიანების გარკვეული ჯგუფის ზომბირება და ტვინის გამორეცხვა სიყალბით და ეს სიყალბე ევროკავშირის დროშით როგორ მოძრაობდა თბილისის ქუჩებში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ დღეს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.
„ჩვენთვის მთავარი დაკვირვების საგანი არის ის, რამდენად მოწოდებულია ზოგიერთი დასავლეთში, რომ სიყალბე პოლიტიკის ნაწილად აქციონ. ერთი წელი ვაკვირდებით სიყალბეს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია მისი ფინანსური, პროპაგანდისტულირესურსებით ცდილობს ტვინი გამოურეცხოსსაქართველოში დაქირავებულ ორგანიზაციას თუ მის მიმდევრებს. ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიაში დარჩება.
გავა წლები და ადამიანების ამ ჯგუფს გავიხსენებთ იმ მწარე ირონიით, თუ როგორ მოხდა ადამიანების გარკვეული ჯგუფის ზომბირება და ტვინის გამორეცხვა სიყალბით და ეს სიყალბე ევროკავშირის დროშით როგორ მოძრაობდა თბილისის ქუჩებში. სამწუხარო ის არის, რომ დღეს ბრიუსელმა შეძლო ის, რომ საკუთარი თავი გააიგივა ძალადობასთან, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
