ცალსახაა, რომ საქართველოდან ტყუილები მიაწოდეს ბრიტანულ ტელეკომპანიაში, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა BBC-ს სტატიაზე საუბრისას.
მისი თქმით, სუს-ი ცდილობს ორივე მიმართულებით კონკრეტული პასუხი იქონიოს. გამოძიება მიმდინარეობს BBC-ის განცხადებასა და ტყუილების გავრცელებაზე.
„ყველას ძალიან გვაინტერესებს რამ აიძულა ეს ადამიანები გაევრცელებინათ სიცრუე და ტყუილი მთელს მსოფლიოში. იყო ეს კონკრეტული დავალება ქართველ ენჯეოშნიკებთან მიმართებით, ამაში ფული აიღეს, ღამე სიზმრად ნახეს ეს ყველაფერი, თუ რატომ მოხდა. მსგავსი სისულელე და მსგავსი უდონო ზღვარს გადასულ რეპუტაციის შელახვის მცდელობასთან გვაქვს საქმე, რასაც აუცილებლად გაეცემა სათანადო პასუხი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კომენტარები
