საქართველოს პარლამენტი მოტივირებულია, რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს საკითხები, რათა განათლების რეფორმის სფეროში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს , – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ქართველ ჟურნალისტებთან.
„რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას, გარდა საჯარო დისკუსიისა, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა პლატფორმაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, უმრავლესობის შიგნითაც დეტალური განხილვა არაერთხელ გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო დისკუსიასაც ვადევნებთ თვალყურს, მათ შორის, რადიკალი პირების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს და მგონი ყველა ხედავს, რომ რაიმე ხელშესახები, კრიტიკული არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია. გვესმის უბრალოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, თუმცა რაიმე არგუმენტი, მათ შორის, ინტერპელაციის დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა განათლების რეფორმაზე, იქაც რაიმე ხელშესახები და კრიტიკული არგუმენტი არ მოგვისმენია. ყველა თანხმდება იმ გამოწვევებზე, რომელიც უმაღლეს განათლებაში არის. არავისგან არ მოგვისმენია, რომ ეს გამოწვევები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა, არ არსებობს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
