ის, რითიც გერმანელებს ხოცავდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩვენ არათუ არ გვკლავს, მაქსიმუმ, თუ გვაბრაზებს, – წერს „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში, რითაც „ბიბისის“ მასალას ეხმაურება.
„ისე, ქართველები რა გამძლე ხალხი ვყოფილვართ. ის, რითიც გერმანელებს ხოცავდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩვენ არათუ არ გვკლავს, მაქსიმუმ, თუ გვაბრაზებს“, – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები
