თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის თქმით, ადმინისტრაცია „ძალიან ოპტიმისტურად“ არის განწყობილი უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივით.
მისი თქმით, აშშ-ის მომლაპარაკებელთა გუნდი და პრეზიდენტი „ამ ძალისხმევაზე ძალიან ბევრს მუშაობდნენ“.
ლევიტმა აღნიშნა, რომ მათ კვირას უკრაინელებთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ ჰქონდათ, ხოლო სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ამჟამად რუსეთისკენ მიემგზავრება.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ ომს საბოლოოდ დაესმება წერტილი“, – განაცხადა მან.
კომენტარები
