შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ევროკომისიის მიერ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსის მინიჭებას საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი შეფასებით, ქართული პროექტისა და იდეისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება ქვეყნის დიდი გამარჯვებაა.
„დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს. ქართულმა პროექტმა და იდეამ: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტმა დღეს მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის (Project of Mutual Interest (PMI)) სტატუსი!!!“, – წერს მირცხულავა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა.
კომენტარები
