ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შემაშფოთებელია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი BBC-ის სტატიას.
მისი თქმით, ამ სიცრუის უკან შემდეგი ნაბიჯებიც არის დაგეგმილი, რაც საქართველოს დესტაბილიზაციას ითვალისწინებს.
„რამდენიმე ადამიანი იკრიბება, გამოჩენილი ადამიანები თავის სიცრუეში, ის ადამიანები რომლებიც ან მსჯავრდებულები არიან, ან ძებნაში არიან და აცხადებენ, რომ შარშან გამოყენებული იყო მომწამლავი ნივთიერება. შეძახილის გამოხმაურებას ჰგავს და ეს შეძახილი ტყუილად არ გაკეთებულა. ეს შეძახილი არის შემაშფოთებელი. ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შემაშფოთებელია. ამ ტყუილის უკან კიდევ შემდგომი ნაბიჯები არის დაგეგმილი, რომლებიც საქართველოს, ისევე როგორც ადრე, უქადის დესტაბილიზაციას“, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
