თავად ერთ-ერთი ჩვენების მიმცემი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მას არანაირი სამედიცინო კვლევა ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია,- განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ბრიტანული მედიასაშუალება, რომელიც არასდროს, არანაირი სწორი ფორმით არ ეხმაურება საქართველოში გადატრიალების მცდელობებს, პირდაპირ გვევლინება მხარედ.
„ბრიტანული მედიასაშუალება, რომელიც არასდროს, არანაირი სწორი ფორმით არ ეხმაურება საქართველოში გადატრიალების მცდელობებს, პირდაპირ გვევლინება მხარედ. მხარედ, რომელსაც შეუძლია აბსურდული ბრალდება გააკეთოს და რაც მთავარია, დაეყრდნოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის, ძირითადად ამ დემონსტრანტების შეგრძნებებს, მათ აცრემლებულ სახეებს. თავად ერთ-ერთი ჩვენების მიმცემი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მას არანაირი სამედიცინო კვლევა ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია. ეს არის სტანდარტი, რომელ დონემდეც სამწუხაროდ ასეთი სოლიდური და ერთ დროს მაღალრეპუტაციული მედიასაშუალება დავიდა“, – აღნიშნა წილოსანმა.
